ISO 9001 Lead Auditor
ხარისხის მართვის სისტემების აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - ISO 9001-ის მოთხოვნები, აუდიტის დაგეგმვა, ჩატარება და შესაბამისობის შეფასება.
ISO 9001 არის ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება პროცესების ეფექტიან მართვაში, მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაში. ISO 9001 Lead Auditor კურსი ორიენტირებულია ხარისხის მართვის სისტემების აუდიტის მეთოდოლოგიის შესწავლაზე. კურსის ფარგლებში გაეცნობით სტანდარტის მოთხოვნებს აუდიტორის პერსპექტივიდან, შეისწავლით აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესს, მტკიცებულებების შეგროვებას, შეუსაბამობების იდენტიფიცირებასა და აუდიტის შედეგების შეფასებას.
- ISO 9001-ის პრინციპებისა და მოთხოვნების გააზრება.
- ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობის შეფასება.
- აუდიტის დაგეგმვისა და ჩატარების მეთოდოლოგიის შესწავლა.
- აუდიტორული მტკიცებულებების შეგროვება და შეფასება.
- შეუსაბამობების იდენტიფიცირება და ანგარიშგება.
- აუდიტის პროგრამის მართვის კომპეტენციების განვითარება.
ხარისხის მართვის სპეციალისტებისთვის; შიდა და გარე აუდიტორებისთვის; ხარისხის მენეჯერებისა და კონსულტანტებისთვის; ISO 9001-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის; პროფესიონალებისთვის, რომლებიც ხარისხის მართვისა და აუდიტის მიმართულებით კარიერულ განვითარებას გეგმავენ.
შეავსეთ და დაგიკავშირდებით
ამ კურსზე თარიღი და ღირებულება ჯერ ზუსტდება — შეავსეთ ფორმა და პირველივე ნაკადის გახსნისთანავე დაგიკავშირდებით.
კითხვები დაგრჩათ?
დაგვიტოვეთ კონტაქტი — ახალი ჯგუფის გახსნისთანავე შეგატყობინებთ და კურსის დეტალებზეც გიპასუხებთ.