

IT კურსები ქართულ ენაზე, მოქმედი პრაქტიკოსებისგან - საერთაშორისო სერტიფიცირება, ტრენინგები და ვიდეობიბლიოთეკა. აირჩიეთ მიმართულება და შემოგვიერთდით უახლოეს ნაკადში.
იპოვეთ, რომელი კურსია საუკეთესო თქვენი კარიერული განვითარებისთვის.










დაათვალიერეთ კატალოგი, გაეცანით სილაბუსსა და მენტორებს.

შეავსეთ ფორმა - ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ დამატებითი დეტალებისთვის.

პრაქტიკული სწავლება სერტიფიცირებული მენტორებისგან და საერთაშორისო გამოცდის ვაუჩერი.
სინტაქს აკადემია კომპანია სინტაქსის საგანმანათლებლო მიმართულებაა. IT პროფესიონალებს ვამზადებთ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიცირებისთვის — ISACA-ს (CISA, CISM), PeopleCert-ის (ITIL) და PECB-ის (ISO/IEC 27001) პროგრამებით, რომ შემდეგი ნაბიჯი კარიერაში საერთაშორისო სერტიფიკატით გადადგათ. კურსებს სერტიფიცირებული მენტორები და მოქმედი პრაქტიკოსები უძღვებიან, სწავლება კი სრულად ქართულ ენაზე მიმდინარეობს.
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასა და აუდიტში — CISM (Certified Information Security Manager) და CISA (Certified Information Systems Auditor). IT სერვისების მართვაში — ITIL V5 Foundation. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებში — ISO/IEC 27001 Lead Implementer და Lead Auditor. მიმდინარე ნაკადები, განრიგი და ფასები კურსების გვერდზეა.
სერტიფიცირების კურსების ფასში ტრენინგთან ერთად საერთაშორისო გამოცდაც შედის — სწავლის შემდეგ გამოცდის საფასურს ცალკე არ იხდით. ზუსტად რა შედის ფასში (სასწავლო მასალები, გამოცდა, სერტიფიკატი), თითოეული კურსის გვერდზე წერია.
კურსები ადგილზე ან დისტანციურად ტარდება — ფორმატი, ხანგრძლივობა და დასაწყისი კურსის გვერდზეა მითითებული. თეორიულ ნაწილს ქართულ რეალობაზე მორგებული პრაქტიკული მაგალითები და სავარჯიშოები ავსებს, მენტორები კი საერთაშორისო გამოცდისთვისაც გამზადებენ.
გაიარეთ ორწუთიანი კარიერული ტესტი: რამდენიმე კითხვაზე პასუხის მიხედვით შემოგთავაზებთ კურსს, რომელიც თქვენს გამოცდილებასა და კარიერულ მიზანს შეესაბამება. შეგიძლიათ კონტაქტიც დაგვიტოვოთ — ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და არჩევანში დაგეხმარებათ.
კურსის ან ვაუჩერის ყიდვა საიტზევე შეგიძლიათ ბარათით. კომპანიებისთვის ხელმისაწვდომია ინვოისით გადახდაც: ინვოისს შეკვეთისთანავე ელფოსტაზე მიიღებთ და თანხას საბანკო გადარიცხვით გადაიხდით.
ვაუჩერი საერთაშორისო გამოცდაზე გასვლის უფლებაა. თუ უკვე მზად ხართ და მხოლოდ გამოცდა გჭირდებათ, ITIL-ის, CISA-სა და CISM-ის ვაუჩერებს სპეციალურ ფასად შემოგთავაზებთ. სინტაქს აკადემია PeopleCert-ის ავტორიზებული პარტნიორია საქართველოში.
კი — კომპანიის გუნდისთვის სწავლებას კორპორატიულ ფორმატშიც ვაწყობთ. დაგვიკავშირდით და ჯგუფის ზომას, განრიგსა და ფორმატს ერთად შევათანხმებთ.
კი. ჩვენს მენტორებთან ვატარებთ უფასო მასტერკლასებს (ვებინარებს), ვიდეობიბლიოთეკაში კი IT მმართველობის, ITIL-ის, ინფორმაციული უსაფრთხოების, ანალიტიკისა და HR-ტექნოლოგიების ვიდეოებს იპოვით.
შეარჩიეთ კურსი, რომელიც თქვენს გამოცდილებასა და პროფესიულ მიზნებს შეესაბამება. მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიცირება და გადადით კარიერის ახალ ეტაპზე!