ფასდაკლება
Microsoft 365-ის ტრენინგი
Teams, Planner და OneDrive — კონკრეტული ფუნქციონალი, რომელიც გაგიმარტივებთ ყოველდღიურ მუშაობას.
29–30 ივლისი2 დღეკომბინირებული — თეორია + პრაქტიკა + Workshop
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელმა მიიღოს ზოგადი ინფორმაცია Microsoft 365-ის შესახებ და დაწვრილებითი ინფორმაცია Teams, Planner და OneDrive-ის იმ კონკრეტულ ფუნქციონალზე, რომელიც გაუმარტივებს მას ყოველდღიურ მუშაობას.
ტრენინგი განკუთვნილია ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, გუნდის ხელმძღვანელებისა და ნებისმიერი პირისთვის, ვისაც Microsoft 365-ის ინსტრუმენტებით ყოველდღიური მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა სურს.
პროგრამა
4 ბლოკი · 20 თემა · 2 დღე- რა არის Microsoft 365
- რა არის Teams და რისთვის ვიყენებთ
- როგორ ჩამოვტვირთოთ, დავაყენოთ და გავმართოთ ჩვენი Teams
- რისი შესაძლებლობა გვაქვს ჩატში და როგორ ვუზიარებთ ერთმანეთს დოკუმენტებს
- ჯგუფისა და მასთან დაკავშირებული არხის შექმნა
- რა ფუნქციონალის შესაძლებლობა გვაქვს ჯგუფისა და არხის ფარგლებში
- ჯგუფში არსებული მომხმარებლებისა და უფლებების მართვა
- როგორ ვნიშნავთ და ვმართავთ შეხვედრებს ჯგუფის ფარგლებში და მის გარეთ
- ფაილების გაზიარება და ერთდროულად მათზე მუშაობა
- სხვა Third party აპლიკაციების გამოყენება
- რა არის Planner და რისთვის ვიყენებთ
- პროექტის შექმნა
- ქვედავალებების შექმნა და მათი მიმაგრება კონკრეტულ ადამიანზე
- პროექტის საერთო ხედვა: რამდენი დავალებაა შექმნილი, რომელი შესრულდა დროულად, რომელია ვადაგადაცილებაში
- Planner-ის გამოყენება ჯგუფის ფარგლებში და ინდივიდუალურად
- რა არის OneDrive და რისთვის ვიყენებთ
- როგორ შევქმნათ სხვადასხვა სახის დოკუმენტები (Word, Excel, PowerPoint) და ფაილები
- როგორ გავუზიაროთ ერთმანეთს ფაილები და ფოლდერები უსაფრთხოების პოლიტიკების მიხედვით
- როგორ ვიმუშაოთ ერთსა და იმავე დოკუმენტზე რამდენიმე თანამშრომელმა ერთდროულად
- Workshop
მენტორები
ელენე ბენდელიანიEnterprise ექაუნთ მენეჯერიEnterprise ექაუნთ მენეჯერი სინტაქსში, Microsoft 365 Fundamentals-ის სერტიფიცირებული ტრენერი.შეავსე და დაგიკავშირდებით
კითხვა გაქვს კურსზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? შეავსე ფორმა და ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდება.
კითხვები დაგრჩა?
კითხვა გაქვს ნაკადზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? დაგვიტოვე კონტაქტი — პასუხს ერთ სამუშაო დღეში მიიღებ.


