

ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მართვის საერთაშორისო მეთოდოლოგია — სრულად ქართულ ენაზე, ღირებულებაში კი ტრენინგიც და საერთაშორისო გამოცდა/სერტიფიცირებაც შედის.
ITIL (ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკა) დაგეხმარებათ გაამარტივოთ და უფრო ეფექტური გახადოთ ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მართვა და მიწოდება. მეთოდოლოგია აერთიანებს საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკების ნაკრებს, რომელიც გამოცდილებების შედეგად შეიქმნა.
კურსის ფარგლებში მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას, თუ როგორ იქმნება ღირებულება მომხმარებელთან ერთად (value co-creation) პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურად მართვის გზით და როგორ გამოიყენოთ ITIL თანამედროვე გარემოში — მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით.
ტრენინგი განკუთვნილია როგორც ციფრულ ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანებისთვის, ისე ბიზნესში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის — ამ ორი რგოლის ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი ციფრული სერვისების მიწოდებისას ღირებული ფასეულობის დაგენერირება. პროცესი, თეორიულ ნაწილთან ერთად, მოიცავს ქართულ რეალობას მორგებულ პრაქტიკულ მაგალითებსაც და წარიმართება სრულად ქართულ ენაზე.
ზაზა ჯაველიძეITIL & ITSM ბიზნესკონსულტანტიITIL-ისა და IT სერვისების მართვის (ITSM) მიმართულების ბიზნესკონსულტანტი. კურსზე უძღვება მეთოდოლოგიის ძირითად ბლოკს — ღირებულების სისტემას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და მართვის პრაქტიკებს.
გიორგი ბერიძეITIL სერტიფიცირებული ექსპერტიITIL-ის სერტიფიცირებული ექსპერტი. კურსზე პასუხისმგებელია პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და საერთაშორისო გამოცდისთვის მომზადებაზე.კითხვა გაქვთ კურსზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდებათ.


კითხვა გაქვთ ნაკადზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? დაგვიტოვეთ კონტაქტი — პასუხს ერთ სამუშაო დღეში მიიღებთ.