

სრული ტრენინგი და საერთაშორისო გამოცდაზე გასვლის დაფინანსება.
PECB ISO/IEC 27001 Lead Implementer კურსის მიზანია მონაწილეების მომზადება, რათა შეძლონ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) წარმატებული დანერგვა და მართვა ISO 27001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული სერტიფიცირება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთანაა შესაბამისობაში — თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს მესამე კატეგორიის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი.
კურსი განკუთვნილია ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერების, IT ხელმძღვანელების, კონსულტანტებისა და იმ სპეციალისტებისთვის, ვისაც ორგანიზაციაში ISO 27001-ის დანერგვა ევალება.
ანზორ მეხრიშვილიPECB სერტიფიცირებული მენტორიBDO-ს ციფრული საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელი, PECB-ის აკრედიტებული ტრენერი ISO/IEC 27001-ში. ტრენინგს მშობლიურ ენაზე უძღვება — სტანდარტის მოთხოვნებიდან პრაქტიკულ დანერგვამდე.ამ კურსზე თარიღი და ღირებულება ჯერ ზუსტდება — შეავსეთ ფორმა და პირველივე ნაკადის გახსნისთანავე დაგიკავშირდებით.






დაგვიტოვეთ კონტაქტი — ახალი ჯგუფის გახსნისთანავე შეგატყობინებთ და კურსის დეტალებზეც გიპასუხებთ.