

ინფორმაციული სისტემების აუდიტი ISACA-ს მეთოდოლოგიით — ტრენინგი, სასწავლო მასალები და საერთაშორისო გამოცდა ერთ პროგრამაში.
CISA (Certified Information Systems Auditor) - ინფორმაციული სისტემების აუდიტი, მმართველობა და კონტროლი დაგეხმარებათ შეაფასოთ, მართოთ და უზრუნველყოთ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ბიზნეს-პროცესების შესაბამისობა, ეფექტიანობა და უსაფრთხოება. კურსი ეფუძნება ISACA-ს გლობალურად აღიარებულ მეთოდოლოგიას, რომელიც IT აუდიტისა და კონტროლის სფეროში ოქროს სტანდარტად ითვლება.
კურსის ფარგლებში მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას, თუ როგორ ჩაატაროთ რისკზე დაფუძნებული IT აუდიტი, შეაფასოთ IT მმართველობა, სისტემების შეძენის, განვითარებისა და დანერგვის პროცესები, უზრუნველყოთ ბიზნესის მდგრადობა და დაიცვათ ინფორმაციული აქტივები თანამედროვე ციფრულ გარემოში.
პროცესი, თეორიულ ნაწილთან ერთად, მოიცავს ქართულ ბიზნეს- და მარეგულირებელ გარემოზე მორგებულ პრაქტიკულ მაგალითებს. კურსი წარიმართება სრულად ქართულ ენაზე.
ტრენინგი განკუთვნილია IT აუდიტორებისთვის, შიდა და გარე აუდიტორებისთვის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და რისკების მართვის სპეციალისტებისთვის, IT მენეჯერებისთვის, შესაბამისობის (Compliance) ოფიცრებისა და იმ IT პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება და CISA-ს საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მომზადება.
ლაშა-გიორგი ჭელიძეISACA-ს აკრედიტებული ტრენერიკითხვა გაქვთ კურსზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდებათ.






კითხვა გაქვთ ნაკადზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? დაგვიტოვეთ კონტაქტი — პასუხს ერთ სამუშაო დღეში მიიღებთ.