

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა ISACA-ს მეთოდოლოგიით - ტრენინგი, სასწავლო მასალები და საერთაშორისო გამოცდა ერთ პროგრამაში.
CISM (Certified Information Security Manager) — ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა დაგეხმარებათ შექმნათ, მართოთ და განავითაროთ ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგია, რისკები და ინციდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კურსი ეფუძნება ISACA-ს გლობალურად აღიარებულ მეთოდოლოგიას, რომელიც შექმნილია პრაქტიკული გამოცდილებისა და საუკეთესო მიდგომების სინთეზით.
კურსის ფარგლებში მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას, თუ როგორ დააკავშიროთ ინფორმაციული უსაფრთხოება ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებთან, ეფექტურად მართოთ უსაფრთხოების რისკები, უზრუნველყოთ ბიზნესის უწყვეტობა და უხელმძღვანელოთ ინციდენტებზე რეაგირების პროცესებს თანამედროვე ციფრულ გარემოში.
პროცესი, თეორიულ ნაწილთან ერთად, მოიცავს ქართულ რეალობაზე მორგებულ პრაქტიკულ მაგალითებს. კურსი წარიმართება სრულად ქართულ ენაზე.
ტრენინგი განკუთვნილია IT პროფესიონალებისთვის, რომლებიც გეგმავენ გუნდის წევრობიდან მენეჯერულ პოზიციაზე გადასვლას, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრებისთვის (CISO/ISO), IT მენეჯერებისთვის, რისკებისა და შესაბამისობის (Compliance) სპეციალისტებისთვის და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და დაიკავოს წამყვანი პოზიციები ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით.
ლაშა-გიორგი ჭელიძეISACA-ს აკრედიტებული ტრენერიკითხვა გაქვთ კურსზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდებათ.






კითხვა გაქვთ ნაკადზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? დაგვიტოვეთ კონტაქტი — პასუხს ერთ სამუშაო დღეში მიიღებთ.