მონაცემთა დაცვის სამართლებრივი და ტექნიკური ასპექტები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები, კანონის სიახლეები და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებები.
ტრენინგის მიზანია მსმენელს გააცნოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები, კანონის სიახლეები და მათთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების წრე.
ტრენინგი მიმდინარეობს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების მეთოდით: თეორიული ასპექტი ნორმის შინაარსის გაცნობას გულისხმობს, ხოლო პრაქტიკული — შინაარსის გააზრებისთვის საჭირო „ინსტრუმენტების“, მათ შორის პრაქტიკული მაგალითებისა და შეკითხვებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენებას.
ტრენინგი განკუთვნილია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, განურჩევლად საქმიანობის სფეროსი, პროფესიისა და პოზიციისა, ასევე ნებისმიერი პირისთვის, რომლის ინტერესებშიც შედის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის გაცნობა.
პროგრამა
4 ბლოკი · 17 თემა · 9 საათი (3 შეხვედრა × 3 საათი)- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
- კანონის ძირითადი ტერმინოლოგია
- მონაცემთა დამუშავება, დამუშავების პრინციპები და საფუძვლები
- მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, როგორც დამუშავების უნივერსალური საფუძველი, და თანხმობის კრიტერიუმები
- არასრულწლოვანი პირის მონაცემთა დამუშავება
- ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება
- ვიდეო და აუდიო მონიტორინგის განხორციელების საფუძვლები და წესი
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების საფუძველი და წესი
- მონაცემთა სუბიექტი და მისი უფლებები (კანონის III თავი)
- მონაცემთა დამმუშავებლისა და მისგან უფლებამოსილი პირის ვალდებულებები
- მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და სპეციალური წარმომადგენელი
- მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა და თანხმობის მიღების წესი
- ქვეყნების თეთრი სია და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა
- მონაცემთა უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება
- უსაფრთხოების დარღვევა (ინციდენტი) და შეტყობინების ვალდებულება
- ინფორმაციის აღრიცხვა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მიწოდება
მენტორები
ანზორ მეხრიშვილიPECB სერტიფიცირებული მენტორიBDO-ს ციფრული საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელი, PECB-ის აკრედიტებული ტრენერი ISO/IEC 27001-ში. ტრენინგს მშობლიურ ენაზე უძღვება — სტანდარტის მოთხოვნებიდან პრაქტიკულ დანერგვამდე.
ზურა ნატროშვილიკომპანია ალოგარდის დამფუძნებელი / დირექტორიკომპანია ალოგარდის დამფუძნებელი და დირექტორი. ტრენინგის თანამენტორი — პრაქტიკული მაგალითებისა და შეკითხვებზე დაფუძნებული სწავლების ნაწილში.შეავსე და დაგიკავშირდებით
ამ კურსზე თარიღი და ღირებულება ჯერ ზუსტდება — შეავსე ფორმა და პირველივე ნაკადის გახსნისთანავე დაგიკავშირდებით.
კითხვები დაგრჩა?
დაგვიტოვე კონტაქტი — ახალი ჯგუფის გახსნისთანავე შეგატყობინებთ და კურსის დეტალებზეც გიპასუხებთ.
