Syntax Academy
სერტიფიკატით

თანამედროვე HR

თანამედროვე HR ინსტრუმენტები და პოლიტიკები ადამიანთა კაპიტალის მართვისთვის — ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად.

25 მარტიორი კვირა / 18 საათიორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი

თანამედროვე სამყაროში, მუდმივად ცვალებადი გლობალური და ლოკალური გამოწვევების ფონზე, სულ უფრო აქტუალური ხდება ადამიანთა კაპიტალის მართვა, სწორი პრიორიტეტების დასახვა და მათი ეფექტური აღსრულება.

ერთი მხრივ, ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია სწორი HR სტრატეგიის დასახვა, თუმცა არანაკლებ კრიტიკულია ამ სტრატეგიის პრაქტიკაში განხორციელება სხვადასხვა გამოწვევისა და ცვლილების ფონზე. თანამედროვე HR ინსტრუმენტები და პოლიტიკები იძლევა შესაძლებლობას, მხარი ავუბათ მიმდინარე გამოწვევებს და ადეკვატურად და დროულად ვუპასუხოთ მათ.

ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი HR მენეჯერებისთვის, ვისაც უკვე აქვს პრაქტიკული გამოცდილება ადამიანთა კაპიტალის მართვის სფეროში, თავად შეხვედრია თანამედროვე გამოწვევებს და სურვილი აქვს სხვებსაც გაუზიაროს თავისი გამოცდილება — ამასთან, მიიღოს ახალი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და დანერგოს სიახლეები თავის კომპანიაში.

პროგრამა

6 ბლოკი · 21 თემა · ორი კვირა / 18 საათი
  • თანამშრომლის გამოცდილება — რას გულისხმობს ის და რა კომპონენტებისგან შედგება
  • როგორ ვმართოთ სწორად თანამშრომლის გამოცდილების ყველა ეტაპი
  • დისკუსია ჯგუფში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და კითხვა-პასუხით
  • შეფასების სისტემა — რა კომპონენტებისგან შედგება ის
  • აუცილებელია თუ არა ყველა კომპანიას ჰქონდეს შეფასების სისტემა და როგორ ორგანიზაციაში რომელი სისტემა უნდა დავნერგოთ
  • შეფასების სხვადასხვა სისტემის მართვა და მორგება კომპანიის კორპორატიული კულტურისთვის
  • დისკუსია ჯგუფში
  • შეფასების სისტემის მართვის ტექნიკები (მიზნებზე ორიენტირებული შეფასების სისტემა, 360 გრადუსიანი შეფასება)
  • კომუნიკაციის მნიშვნელოვნება თანამშრომელთა შეფასების დროს (უკუკავშირი თანამშრომლებთან)
  • დისკუსია ჯგუფში
  • რანგირების სისტემა — რას გულისხმობს ის და რა კომპონენტებისგან შედგება
  • რა ტიპის ორგანიზაციებს სჭირდება რანგირების სისტემა
  • რა სარგებელი მოაქვს რანგირების სისტემას კომპანიისთვის
  • დისკუსია ჯგუფში
  • თანამშრომელთა ჩართულობა — როგორ გავზომოთ ჩართულობა და როგორ გავაანალიზოთ მიღებული შედეგები
  • რაში არის შესაძლებელი ჩართულობის კვლევის შედეგების გამოყენება და როგორ ვმართოთ ის
  • დისკუსია ჯგუფში
  • არჩევითი თემა — ტრენერი და ჯგუფი თანხმდებიან, 5 შეხვედრის შედეგად რომელი აქტუალური თემა აირჩეს
  • კურსის შეჯამება
  • კმაყოფილების დონის გამოკითხვა
  • სერტიფიკატების გადაცემა

მენტორები

ნინო გაჩეჩილაძენინო გაჩეჩილაძეთიბისი ბანკის HR დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელითიბისი ბანკის HR დეპარტამენტისა და თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი. განათლება მიღებული აქვს George Washington University-სა და Harvard Business School-ში. კურსზე საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს მონაწილეებს.

შეავსე და დაგიკავშირდებით

კითხვა გაქვს კურსზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? შეავსე ფორმა და ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდება.

კითხვები დაგრჩა?

კითხვა გაქვს ნაკადზე, გადახდაზე ან კორპორატიულ ფორმატზე? დაგვიტოვე კონტაქტი — პასუხს ერთ სამუშაო დღეში მიიღებ.

₾ 800კურსის ყიდვა