IT in Reality კურსი
სინტაქსისა და სინტაქს აკადემიის ერთობლივი უფასო პროგრამა სტუდენტებისთვის — პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სფეროში.
თუ ხართ სტუდენტი და ტექნოლოგიების სფერო გაინტერესებთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს.
IT კომპანია სინტაქსმა და მისი ქოლგის ქვეშ არსებულმა საგანმანათლებლო მიმართულებამ — სინტაქს აკადემიამ — IT სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის ერთობლივი სასწავლო პროგრამა შექმნეს, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, სრულიად უსასყიდლოდ მიიღოთ ცოდნა და გადადგათ პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიური სფეროს მიმართულებით.
პროგრამა განკუთვნილია IT სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის. თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების კომბინაციით მიიღებთ ცოდნასა და გამოცდილებას როგორც სოფთვეარ, ისე ჰარდვეარ მიმართულებით, რაც შემდეგ თქვენს IT-ში დასაქმებას შეუწყობს ხელს.
პროგრამა
4 ბლოკი · 16 თემა · 8 შეხვედრა / კვირაში 2-ჯერ- სერვისის გაწევის სპეციფიკა IT სფეროში
- რა არის IT სერვისი და რა არის სერვის პლიუსი
- შიდა და გარე მომხმარებელი
- მომხმარებლებთან ურთიერთობის მნიშვნელობა
- PCCP პრინციპი (Personalized, Competent, Convenient, Proactive)
- 4-კომპონენტიანი მოდელი: Co-creation, Outcome, Costs and Benefits, Value
- 7 რამ, რაც დაგეხმარებათ სერვისის რეალური ღირებულების შექმნაში
- SelfService და კომუნიკაციის მრავალი წყარო
- SLA და ავტომატიზაცია
- მიმდინარე სერვისების თვალყურის დევნება და მომსახურების ანალიტიკა
- უკუკავშირი
- ემპათია და აქტიური მოსმენა
- ფრაზები, რომლებიც დაგეხმარებათ კომუნიკაციაში
- 3F ტექნიკა (Feel, Felt, Found)
- IT სფეროში არასწორი სერვისების მაგალითების განხილვა
- CompTIA A+, ITIL, მოლაპარაკების ხელოვნება
მენტორები
ნინო გაფრინდაშვილიგაყიდვების გუნდის ხელმძღვანელისინტაქსის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი. პროგრამაში სერვისისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ბლოკზეა ჩართული.
მარიამ ჭლიკაძეIT პროექტების გუნდის ხელმძღვანელისინტაქსის IT პროექტების გუნდის ხელმძღვანელი, ManageEngine ServiceDesk Plus დანერგვის სერტიფიცირებული ექსპერტი.
ელენე ბენდელიანიEnterprise ექაუნთ მენეჯერიEnterprise ექაუნთ მენეჯერი სინტაქსში, Microsoft 365 Fundamentals-ის სერტიფიცირებული ტრენერი.შეავსე და დაგიკავშირდებით
დატოვე კონტაქტი — ადგილს ჯგუფში დაგიდასტურებთ და გამოგიგზავნით დეტალებს.
კითხვები დაგრჩა?
დაგვიტოვე კონტაქტი — ახალი ჯგუფის გახსნისთანავე შეგატყობინებთ და კურსის დეტალებზეც გიპასუხებთ.
